დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯუანშერ ბურჭულაძისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება. თავდაცვის მინისტრი ასევე NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრას დაესწრება.