კვლევა: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა12-ჯერ უფრო მეტი აქვს

პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს. ინფორმაციას Le figaro ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების რისკი არავაქცინირებული ადამიანებისას შეადარეს.

კვლევის სხვა მონაცემები ხაზს უსვამს ინფიცირების მკვეთრ ვარდნას მაშინ, როდესაც ვაქცინაციის კამპანია ეფექტურია. პასტერის ინსტიტუტის სცენარში, არავაქცინირებულ ადამიანებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 75% მოდის.

მკვლევრები აცხადებენ, რომ არავაქცინირებული ზრდასრულები საავადმყოფოების დატვირთვას უწყობენ ხელს. კვლევის საბაზისო სცენარში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები მოსახლეობის 3%-ს შეადგენს, თუმცა მათზე ჰოსპიტალიზაციის 35% მოდის.

გარდა ამისა, არავაქცინირებული პირები ვირუსის გადაცემას არაპროპორციულად უწყობენ ხელს: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს.

კვლევა: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა12-ჯერ უფრო მეტი აქვს