20-წლიანი განლაგენის შემდეგ, იტალიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ლორენცო გუერინიმ განაცხადა.
"იტალიის მისია ავღანეთში ოფიციალურად დასრულდა.
თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა აქ არ მთავრდება. ეს გაგრძელდება სხვა ფორმებით, თანამშრომლობის გაღრმავებიდან დაწყებულ ავღანეთის რესპუბლიკური ინსტიტუტების მხარდაჭერით დამთავრებული", - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში 50 000 იტალიელი ჯარისკაცი მსახურობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, 723 სამხედრო დაშავდა, ხოლო 53 - დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა