ანტონიო გუტერეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანს სანქციები მოუხსნას

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა თხოვნით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, მოხსნას ან უარი თქვას ირანის მიმართ დაწესებულ ყველა სანქციებზე, როგორც ეს შეთანხმებულია 2015 წლის ხელშეკრულებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„აშშ-ს მოვუწოდებ, გააუქმოს ან უარი თქვას იმ სანქციებზე, რომელიც 2015 წლის შეთანხმებაშია მოცემული", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე მიმართა ირანს და მოუწოდა, შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას დაუბრუბნდეს.

"მე ისევ მჯერა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების სრულად აღდგენა საუკეთესო საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდეს", - განაცხადა გუტერეშმა.