საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
"საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანიკურ ინტეგრაციასა და განაცხადს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.
ელჩის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ევროპული ოჯახის მტკიცე დასაყრდენია. ვიქტორია ჰორვატმა დაადასტურა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და მზად არის, ამ პროცესში საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა ძლიერი და ეფექტიანი პარლამენტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველო სწორ გზას ადგას.
კახა კუჭავამ ვიქტორია ჰორვატს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი პერსონალურიწვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.