Reuters-ი: ევროკავშირი 11 ქვეყნის მოქალაქებისთვის საზღვრებს გახსნის

კანადა და კიდევ 10 ქვეყანა დაემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქებისთვისაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა, ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, დაამტკიცეს ცვლილებები, რომელიც ძალაში უახლოეს დღეებში შევა.

ევროკავშირის ყოფილი წევრი ქვეყანა - ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსის "დელტა" ვარიანტმა გამოიწვია COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, ამ სიაში არ არის.

სიაში შემავალი 11 ქვეყანაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი.