სალომე ზურაბიშვილი გლობალურ ფორუმის ორგანიზებისთვის საფრანგეთის მთავრობას მადლობას უხდის.
"მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მადლობა საფრანგეთს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.