აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი, რომელიც ერაყის ომის მთავარი არქიტექტორი იყო, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ რამსფელდს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად 1975-1977 წლებში, ხოლო მეორედ - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წელს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რამსფელდი ალ-ქაიდაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. დონალდ რამსფელდი საქართველოში 2001, 2003 და 2016 წლებში იმყოფებოდა. 2001 წლის დეკემბერში მისი ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას”. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ რამსფელდი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს საწმისის ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.