საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას.
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა.
Congratulations with a deserved victory @sandumaiamd, President- elect of Moldova. Another woman President in our region is extremely important. I look forward to working together and forging our common path to Europe.#WomenLeadtheChange 🇬🇪 🇲🇩 🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2020