COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 980 ადამიანს დაუდასტურდა, 877 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოწვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 367 058 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 352 624, გარდაიცვალა 5 327 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი, 30 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.86%.

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან 663 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 38, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 18, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 081, საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 529, აჭარაში - 163, იმერეთში - 353.

მძიმე პაციენტი: 601, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 37, იმერეთში -134.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 165, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 7, იმერეთში - 10.

605 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 182- აჭარაში.

5 747 ინფიცირებული მურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 208, პირი, აჭარაში - 634, იმერეთში - 779.