საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის გარდაცვალებას ეხმაურება, მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის და ამ კონტექსტში მის წვლილს უსვამს ხაზს.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დონალდ რამსფელდის ოჯახს და მეგობრებს. ის იყო საქართველოს კარგი მეგობარი. ჩვენ მადლიერნი ვართ მისი, აშშ-საქართველოს თავდაცვის პარტნიორობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის გვერდზე.
აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა