რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

1-ლი ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯამში 265 290-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 103 170 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, აცრა 3 174-მა ადამიანმა გაიკეთა.