სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ ევროკავშირში სლოვენიის თავმჯდგომარეობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

სლოვენიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა პორტუგალიიდან გადაიბარა. სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვის განმავლობაში იქნება.

2021 წლის 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს, მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრი იანეზ იანშა იქნება.

სლოვენიის ლოზუნგია - "ერთად. მდგრადობა. ევროპა".

"ევროკავშირის ახალი თავმჯდრომარეობის 6-თვიანი პროგრამა 4 პრიორიტეტს ეფუძნება. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ - ევროკავშირის აღდგენას და გავაძლიეროთ მისი მდგრადობა, ვფიქრობთ ევროპის მომავალზე, გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები. ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპულ სამეზობლოში", - ნათქვამია განცახადებაში.