2021 წელს, საერთაშორისო ტურიზმის შემცირების სტაგნაცია დასავლეთის ზოგიერთ ბაზარზე, მთლიანობაში, 2.4 ტრილიონ დოლარამდე ზარალს მიაღწევს. საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. - ამის შესახებ ინფორმაციას, გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
კვლევაში აღნიშნულია, ვაქცინაციასა და სერთიფიკატებს საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს, რაც მრავალი ქვეყნის, განსაკუთრებით, კუნძულოვანი სახელომწიფოების „მარჩენალია“, რომლებიც მნიშვნელოვნად ეყრდნობიან ტურიზმის სექტორს.
UNCTAD-ის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.
"ამ წლის პერსპექტივა ბევრად უკეთესი არ ჩანს", - განაცხადა რალფ პიტერსმა, UNCTAD– ის სავაჭრო ანალიზის ფილიალის პრესკონფერენციაზე.