საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, სტიქიის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:45 საათზე დაფიქსირდა.