სასამართლომ გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ Europetime-ს დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეცვალასთან დაკავშირებით.

,,დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც იხილებოდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გოგი წულაია 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია ბრალს არ აღიარებს.