"თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნაზე ხმაური იყო

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. ისინი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც „პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

"ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ ეს კვირეული არ შედგეს, ამათ არავინ დასდევს, ჩვენ გვინდა მათი გამოსწორება და მხოლოდ ვუსურვებ სიკეთეს", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს