ლონდონში პრინცესა დიანას ქანდაკება პრინცმა უილიამმა და ჰარიმ გახსნეს

კემბრიჯის და სასექსის ჰერცოგებმა, უილიამმა და ჰარიმ ლონდონში უელსის პრინცესა დიანას ქანდაკება გახსნეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უილიამი და ჰარი ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე, რომელიც კენსინგტონის სასახლის ბაღში გაიმართა, ერთად მივიდნენ. ეს არის მათი პირველი გამოჩენა აპრილის შემდეგ, როდესაც ედინბურგის პრინცი ფილიპე გარდაიცვალა.

"ჩვენ გვახსოვს მისი სიყვარული, ძალა და ხასიათი. თვისებები, რამაც იგი სიკეთის ენერგიად აქცია მთელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ", - განაცხადეს ქანდაკების გახსნისას უილიამმა და ჰარიმ.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ ქანდაკება სამუდამოდ დარჩება დიანად ცხოვრებისა და მემკვიდრეობის სიმბოლოდ და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც მათი დედის ხსოვნას ინარჩუნებს.

ცნობისთვის, დღეს უელსის პრინცესას 60 წელი შეუსრულდებოდა.