საფრანგეთში ტურისტებისთვის PCR ტესტისა და ანტიგენის ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 7 ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის PCR ტესტისა და ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება ფასიანი იქნება. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, PCR ტესტის ღირებულება იქნება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის სწრაფი ტესტის - 29 ევრო.

ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო შემდეგი ვაქცინებია აღიარებული: Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და johnson&johnson-ის.

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს