„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონიცაა.

როგორც ცნობილია, ადგილზე სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ სპეციალური კორიდორი, რათა ღონისძიების მონაწილეებს შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნათ.

ამასთან, ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, პერიოდულად ვითარება იძაბება.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიან, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან.

ასევე, როგორც ცნობილია პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს