ამერიკულმა კომპანია, Moderna-მ განაცხადა, რომ წინასწარი კლინიკური ანალიზებით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 94.5% პროცენტით ეფექტურია Covid-19-ის წინააღმდეგ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მეცნიერების ძალისხმევა შედეგს აღწევს, უკიდურესად მძიმე სტადიაში მყოფი პანდემიის პირობებში. Pfizer-მა და BioNTech-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამცნეს საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ, რომელმა 90%-ანი მაჩვენებელი გადალახა.
ორივე კომპანია იყენებს ტექნოლოგიას სახელწოდებით „messenger RNA“, რომელიც ამ დრომდე არასდროს გამოყენებულა აღიარებული ვაქცინის შესაქმნელად. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სულ მალე, ეს აღმოჩენა შეძლებს, იხსნას მილიონობით ადამიანი დაავადებისგან.
წინასწარი მაჩვენებლებით, 30 000 მოხალისეში სრულიად გაქრა Covid -19-თან დაკავშირებული ყველა სიმპტომი. ამასობაში კი, „Moderna-ს“ აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 9%-ით გაიზარდა აშშ-ში, ხოლო ევროპული- „the Stoxx 600“-ის ინდექსმა 1.5%-თ მოიმატა.