ჰანს კლუგე: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში კოვიდინფიცირების შემთხვევები იზრდება.

"10–კვირიანი კლების შემდეგ ევროპაში კოვიდინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება. წინა კვირასთან შედარებით შემთხვევების 10%–იანი ზრდა დაფიქსირდა", – განაცხადა კლუგემ

მისივე თქმით, შესაძლოა ევროპაში კორონავირუსის ახალი ტალღა წარმოიქმნას, თუკი მოსახლეობა არ დაიცავს წესებს.

"თუ დისციპლინა არ შენარჩუნდება, ევროპაში ახალი ტალღა იქნება", – ამბობს კლუგე