20 წლის შემდეგ, აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ბაზაზე კონტროლს ავღანეთის შეიარაღებული ძალების განახორციელებენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით, მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, მათ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.