რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ივლისის მონაცემებით სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 266 161 აცრა ჩატარდა.

როგორც ცნობილია, სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 964ადამიანს დაუდასტურდა, 607 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ინფიცირებული გარდაიცვალა.