აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, მორატორიუმი ძალაში იქნება, ვიდრე უწყება სასჯელის უმაღლესი ზომის მიმართ პოლიტიკის კვლევას არ დაასრულებს.

„იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში მყოფი ყველა პირის უფლებების დაცვა, ასევე დაიცვას კონსტიტუცია და აშშ-ის კანონი, თუმცა, ამავე დროს, მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.