ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, პორტუგალიაში "კომენდანტის საათი" დაწესდა

პორტუგალიაში COVID-19-ის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, 2 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

შეზღუდვა შეეხება ქვეყნის 45 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონს.

პორტუგალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ვითარება ისევ გაუარესდა და არსებული მდგომარეობა პანდემიის კონტროლის პირობებს არ შეესაბამება.

პორტუგალიაში ე.წ. კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში სამუშაო დღეებში კაფეები და რესტორნები 22:30 საათზე დაიხურება, უქმეებზე კი – 15:30 საათზე.

30 ივნისს, პორტუგალიაში COVID-19-ის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ, პირველად მოხდა. პორტუგალიაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, 32% კი, სრულად არის აცრილი.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაშიCOVID-19-ის 880 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 17 101 კი დაიღუპა.