ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ,,ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა.
ჯეიმს აპატურაი საქართველო-NATO-ს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.
ცნობისთვის, ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი საქართველოში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს.
NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც უმასპინძლა.