საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრას 16 წელს გადაცილებულებიც შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრას 16 წელს გადაცილებულებიც შეძლებენ. ამის შესახებ გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,Pfizer-ს აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება Pfizer-ის შემოსვლის დროს და 16 წელს გადაცილებული მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა Pfizer-თან მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ Sinopharm-ით და შემდგომ დაემატება Sinovac-ი და Pfizer-ი“, – განაცხადა გამყრელიძემ.