რუმინეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

რუმინეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფომაციით, აფეთქება მოხდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პეტრომიდიის ქარხანაში, რომელიც Rompetrol Rafinare-ს , ყაზახეთის KazMunayGas (KMG) ჯგუფს ეკუთვნის.

Rompetrol Rafinare-ის განცხადებით, აფეთქება დიზელის ზეთის გადამამუშავებელი დანადგარის შიგნით მოხდა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.