სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოთ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩისგან "გზავნილი" არ მიუღია.

„გზავნილებს მე არ ვღებულობ, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.