ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დაავალა. ამის შესახებ მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინიდან ბელარუსში დიდი ოდენობით იარაღი შემოდის. ამიტომაც სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბელარუსში მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეძლებათ შესვლა.
გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში „მძინარე“ ტერორისტული ქსელი გამოავლინეს, რომლის უკან გერმანია, უკრაინა, აშშ, პოლონეთი და ლიეტუვა დგას.
"ამ ქსელის მიზანი საჭირო მომენტში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.