ნინო ლომჯარია: პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან, განსაკუთრებით მსვლელობასთან დაკავშირებითაც პოლიცია ისევ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნამდვილად სიძულვილის ჯგუფები აგრესიულად მოქმედებდნენ, თუმცა, ნამდვილად მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ იმუშავა პოლიციამ, ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პოლიციამ უზრუნველყო ამ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება.

ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით, პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები უფრო მეტად მომეტებულია და იმედი მაქვს, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, რომ უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგანხსეენთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.