შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით დატოვა თანამდებობა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ცნობისთვის, ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.