რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ეროვნულ გვარდიას საშუალებას აძლევს დაბლოკოს ქერჩის სრუტე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კანონში, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნულ გვარდიას უფლება აქვს „მოახდინოს ობიექტების აკვატორიისა და ტერიტორიის ბლოკირება, უკანონო შეჭრის აღკვეთის მიზნით.“
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ქერჩის სრუტე და მასზე უკანონოდ აშენებული ხიდი რუსეთის გვარდიის დაცვის ქვეშაა.
მედიის ცნობით, რუსეთმა 2021 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტილად გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორია, ქერჩის სრუტის მიმართულებით უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისა და მცურავი საშულებების მონაწილეობით დაგეგმილი მანევრის საბაბით, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროტესტი მოჰყვა.