პრინცესა დაიანას ავტომობილი აუქციონზე 72,000 დოლარად გაიყიდა

პრინცი ჩარლზის მიერ პრინცესა დაიანასთვის ნიშნობის საჩუქრად მიცემული ავტომობილი აუქციონზე 52 000 ფუნტ სტერლინგად (72,000 დოლარად) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია პრინცმა ჩარლზიმ პრინცესა დაიანას ავტომობილი 1981 წლის მაისში, ქორწილამდე ორი თქვით ადრე აჩუქა. ახალგაზრდა პრინცესა მას 1982 წლის აგვისტომდე მართავდა.

მანქანა გაიყიდა ორიგინალი სარეგისტრაციო ნომრით, საღებავითა და რადიოთი. მანქანის სპიდომეტრზე დაახლოებით 83,000 მილია მითითებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ქალმა იყიდა, რომელიც დაიანას დიდი თაყვანისმცემელი იყო და რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.