რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცლებს.
გავრეცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთქმედების საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემებს.
”აღინიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და ნდობის ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი მუშაობის დამყარების შესახებ შეთანხმებები, რომელსაც ორმა პრეზიდენტმა ფორტ დე ბრეგანსონში 2019 წლის აგვისტოში მიაღწია, კვლავ აქტუალურია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთანავე აღინიშნა, რომ მოსკოვი მზადაა განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან.
"განიხილეს რუსეთ-ევროკავშირს შორის განვითარებული და პერსპექტივები. რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება და ნორმალური და საპატიო დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი მწვავე თანამედროვე პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატი, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რუსეთი დიალოგისთვის მზად არის, თუ ევროკავშირის მხრიდან "რეალური საპასუხო ინტერესი" გამოჩნდება.