ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, ლიეტუვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აTმის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაწერა.
"ლიეტუვის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან ბოლო 24 საათში, რეკორდულად დიდი, 150 მიგრანტი უკანონოდ გადავიდა ბელარუსიდან ლიეტუვაში.
ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება არა გაზრდილ საფრთხეს, არამედ ლოგისტიკისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.