Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს

როგორც დაანონსებული იყო, დღეს, 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნებოდა Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, თუმცა, ამ ეტაპზე, ვებგვერდი booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს, არ მუშაობს.

"გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება.ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის", - წერია საიტზე შესვლისას.

შეგახსენებთ, რომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა Sinopharm-ია, 500 000 დოზა კი, Sinovac-ი.

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია