ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული.

მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ხელფასის მომატება უნდა აღირიცხოს ფიქსირებულ ხელფასზე და არა ბონუსზე.

პროფკავშირის ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, დასაქმებულები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ.

გაფიცულ მეშახტეთა თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შახტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მათი პოზიცია ცნობილი ამის შემდეგ გახდება.