ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
გაბუნიას თქმით, ტექნიკური ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.
„დღეს იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვებგვერდზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რამაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება პორტალ stopcov.ge, სადაც დღეს არ განახლებული ახალი სტატისტიკა, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა. კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ამ დრომდე არ განახლებულა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
ცნობისთვის, დაანონსებული იყო რომ დღეს, 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნებოდა Sinopharm-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, თუმცა, ამ ეტაპზე, ვებგვერდი booking.moh.gov.ge, სადაც მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს, არ მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია