COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 026 ადამიანს დაუდასტურდა, 381 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 024 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 978 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 2 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.28%.

ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევიდან 633 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 38, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 44, გურია - 5, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 81, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 063, საიდანაც: 2 907 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 639, აჭარაში - 167, იმერეთში - 381.

მძიმე პაციენტი: 620 , მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 31, იმერეთში -145.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 159 , მათგან თბილისში - 110, აჭარაში - 7, იმერეთში - 8.

747 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 553 - თბილისში, 182- აჭარაში. 6 409 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 919 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 513, პირი, აჭარაში - 623, იმერეთში - 779.

ცნობისთვის, დღეს კორონავირსის სტატისტიკა დაგვიანებით გამოქვეყნდა, მიზეზე პორტალზე განხორციელებული კიბერთავდასხმა იყო. '