ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ვეგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ. გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტავაზე დაიწყო გამოძიება. იმას, კიბერშეტევა განხორციელდა კონკრეტულად StopCov.ge-ზე, თუ სხვა საიტზე, გამოძიება დაადგენს", - განუცხადაეს Europetime-ს შსს-ში.

Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო - საიტი არ მუშაობს

დღეს კორონავირუსის სტატისტიკა არ განახლებულა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა.

გაბუანიას თქმით, კიბერშეტევა განხორციელდა Stopcov.ge-ის პორტალზეც.