ამსტერდამის მერი კახა კალაძეს: გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა, რომ "თბილისი პრაიდი" უსაფრთხოდ ჩატარდეს

ამსტერდამის მერი, ფემკე ჰალსემა თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ " თბილისი პრაიდის" კვირეულის მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. წერილს Tbilisi Pride აქვეყნებს.

ამსტერდამის მერის თქმით, მისი ქვეყნის მსგავსად, პრაიდი საქართველოშიც პოზიციური ცვლილებების საწყისი გახდება და საზოგადოებაში გაიზრდება LGBT-ხალხის მიმღებლობა.

"მოგიწოდებთ, ყველა საჭირო ზომა მიიღოთ, რათა LGBT აქტივისტებმა პრაიდის ჩატარება უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ. ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ მსგავსი ღონისძიებების უსაფრთხოება უზრუნველყოს. კარგი იქნება, თუ განაცხადებთ, რომ პრაიდის უსაფრთხოებასა და დაცულობას ყველანაირი გზით უზრუნველყოფთ. მე მივესალმებოდი მსგავს განცხადება

ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი Hans Verhoeven-ი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის", - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.