ნიგერიაში მანეკენების გამოყენება აიკრძალა

ჩრდილოეთ ნიგერიის შტატში მანეკენების გამოყენება, რომლებიც ადამიანის ფორმებს იმიტირებენ, აიკრძალა, რადგან ისინი "არღვევენ" ისლამური სწავლების პრინციპებს.

კანოს შტატის ისლამური პოლიციის უფროსის ჰისბას თქმით, ასეთი მანეკენები "საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელში უზნეო აზრებზს იწვევს".

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ძალაში უახლოეს დღეებში შევა, რის შემდეგაც პოლიცია სამკერვალოებისა და ტანსაცმლის მაღაზიებში რეგულარულ რეიდებს მოაწყობს.

კანო არის ნიგერიის 12 სახელმწიფოდან ერთ – ერთი, რომელიც შარიათის იურიდიულ სისტემას იყენებს ქვეყნის საერო კანონებთან ერთად.