იაპონიაში, ატამის ქალაქში მომხდარი ძლიერი მეწყერის შედეგად, ოცი ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შედეგად განადგურდა რამდენიმე სახლი, ზოგიერთი მათგანი მიწით დაიფარა.
ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, სანაპირო დაცვამ ორი ცხედარი იპოვა.