აშშ-ის კომპანიები 'კოლოსალური' კიბერშეტევის შედეგად დაზარალდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია Huntress Labs-ის ცნობით, აშშ-ში 200-მდე კომპანია კოლოსალური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
კომპანიის განცხადებით, ჰაკერებმა შეტევა, ფლორიდაში დაფუძნებული IT კომპანია Kaseya-ის საშუალებით იმ კორპორატიულ ქსელზე განახორციელეს, რომელიც მის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.
როგორც კომპანიაში აღნიშავენ, კიბერშეტევის უკან სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული კიბერგამომძალველების ქსელი Revil-ი დგას.
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, შეტევის შესაჩერებლად ზომები უკვე მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებზე შეტევა პარასკევს, შუადღეს განხორციელდა, როდესაც კომპანიებმა, ჩვეულებრივზე ადრე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუშაობა შეაჩერეს.