ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს

დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

,,ხუთი წლის შემდეგ, 2026 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი იქნება.დღეს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკა250 ფონდიდან, ვიწვევთ ამერიკელებსა და ჩვენს მეგობრებს საზღვრებს გარეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.