ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერია მობილიზებული. ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში მიმდინარე კვირაში ორჯერ გაჩნდა. ხანძარი, არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.