ისრაელში ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა

techcult-ის ინფორმაციით, ისრაელის კომპანია Future Meat Technologies-მა ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გაიხსნა.

Future Meat Technologies ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს. ამისთვის გამოიყენება ის ნივთიერებები, რომლითაც ცხოველებს კვებავენ.

ტექნოლოგებმა შექმნეს პროცესი, რომელიც 80%-ით ამცირებს СО2-ისა და 96% წყლის გამოყოფას

ფაბრიკა ყოველდღიურად 500 კილოგრამ კულტივირებული ქათმის, ღორის და ცხვრის ხორცს აწარმოებს. ხორცის ეს რაოდენობა 5 000 ჰამბურგერის დასამზადებლადაა საკმარისი.