ცნობილი შვედური სუპერმარკეტების ქსელის, Coop-ის მაღაზიათა ნახევარზე მეტმა მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ BBC წერს.
დახურულია ქსელში შემავალი 800 ობიექტიდან 500-მდე სუპერმარკეტი. მიზეზი ჰაკერების შეტევაა. აღსანიშნავია, რომ კიბერთავდასხმა მოხდა არა უშუალოდ ამ კომპანიაზე, არამედ - მისი პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე.
მედიის ცნობით, კიბერშეტევის სამიზნე ფლორიდაში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების IT-კომპანია - Kaseya გახდა. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს არაერთი ბიზნესის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.
Coop Sweden-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აღარ მუშაობს გადახდის სისტემა და თვითმომსახურების აპარატები, სისტემის გადატვირთვას კი, დრო სჭირდება.
Kaseya-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, დგას რუსულენოვანი გამომძალველი სინდიკატი, REvil gang-ი.